მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტროს გათიშვით იმუქრებიან
04-04-2016, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 8 აპრილს მეტროს პარალიზებით იმუქრებიან.

 

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე პირები დღეს მეტროსადგურ „დიდუბის“ შესასვლელთან შეიკრიბნენ და აქცია-ბრიფინგი გამართეს.

 

პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრმა, მემანქანე ემზარ ბარბაქაძემ განაცხადა, პირველ მარტს ჯანდაცვის სამინისტროში, მერიაში და თბილისის სატრანპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში მათ შეიტანეს განცხადებები სამი მთავარი მოთხოვნით,

 

რომელთაგანც მხოლოდ ერთ საკითხზე მიმდინარეობს დღესაც გარკვეული შეთანხმება.

 

ემზარ ბარბაქაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მემანქანეები და მეტროში სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები ითხოვენ წელთა ნამსახურების მიხედვით ანაზღაურებას,

 

ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას. ბარბაქაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაცია თანახმა არის აპრილის თვეში ჩარიცხოს თანხები წელთა ნამსახურების მიხედვით თანამშრომლებისთვის.

 

რაც შეეხება ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას, ამ ორ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.

 

„დიდუბის“ მეტროსთან შეკრებილი თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები აცხადებენ, ადმინისტრაციას აძლევენ სამდღიან ვადას.

 

დღესვე ისინი აპირებენ გაფიცვის დაწყების შესახებ განაცხადებები შეიტანონ ჯანდაცვის სამინისტროში და კომპანიის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც კანონის შესაბამისად, სამი დღის ვადის გასვლის შემდეგ ისინი 7 აპრილს, დეპო გლდანში შეიკრიბებიან და გაფიცვას დაიწყებენ. ბარბაქაძის განცხადებით,

 

თუ მათი პირობები არ შესრულდება, 8 აპრილს დილით შესაძლოა მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი