მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება
04-04-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადებით, არავითარი სამთავრობო ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

მანანა კობახიძე აღნიშნავს,რომ კოალიციაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად არავითარი პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობის საფრთხე არ არსებობს.

 

კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები რჩებიან კოალიციასა და უმრავლესობაში.

 

„ფორუმის” გასვლა კოალიციიდან და უმრავლესობიდან არ იწვევს უმრავლესობის დაშლას. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი.

 

”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ თავადვე აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოიშვას პოლიტიკური კრიზისი და ”ფორუმი” ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც დაწყებულია. განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მთავარია, რომ არჩევნებამდე ქვეყანა სტაბილურად, დესტაბილიზაციის გარეშე მივიდეს და ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი