თამაზ მეჭიაური: „ეროვნული ფორუმის“ უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გართულდება გადაწყვეტილებების მიღება
04-04-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნული ფორუმის“ უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

 

 

„ფორუმის გადაწყვეტილების შემდეგ გართულდება უფრო გადაწყვეტილებების მიღება. ის ისედაც არ იყო მარტივი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ”რესპუბლიკელებმა” კიდევ უფრო მეტი თავისუფლება დაანონსეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ხედვები საკითხებთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე, ასეთი ფორმატი უცხო არ არის, გახშირდება კონსულტაციების რაოდენობა კონკრეტული საკითხების ირგვლივ.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტიას ეყოფა სახელმწიფოებრივი ხედვა, კოლაფსურ სიტუაციაში არ შეიყვანონ პარლამენტის საქმიანობა. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ როგორ ითანამშრომლებენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ძალები, ისე რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი