არჩევნების შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკადრო გადაწყვეტილებებში კიდევ ჩაერიოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
"სანამ არასამთავრობო სექტორში გადავიდოდა ის იყო პრემიერ-მინისტრი და ერეოდა თავისთავად ცხადია. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგაც ვიღაცამ რაიმე კონსულტაცია გაიარა მასთან, თუნდაც ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე. პრემიერი, როცა მოგიყვანს ხელისუფლებაში, ის უფრო სწორია, რომ შეეკითხო რჩევა და ბოლოს შენი გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ის, რომ მოგიყვანოს და აღარაფერი ჰკითხო და შენთვის აკეთო ყველაფერი.
ის ამბობს, რომ ჩაერევა ამ მიმართულებით კანონიერი გზით და მხარს დაუჭერს აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას. ის არის მოქალაქე, ადამიანი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს. ნებისმიერი ადამიანი ერევა პროცესში, ზოგი ბიულეტენს აგდებს, ზოგს შეიძლება პატარა უბანი ჰქონდეს მიმაგრებული აგიტაციისთვის. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში კი, მისი გავლენა და ჩარევა უფრო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შედეგებს“, - განაცხადა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.