საბერძნეთმა მიგრანტების თურქეთში დეპორტაცია მოახდინა. ეს არის ევროკავშირის გეგმა, რომელიც მასობრივი მიგრაციის შეზღუდვას ითვალისწინებს.
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან ათეულობით მიგრანტი დასავლეთ თურქეთში, დიკილიში ბორნით გაამგზავრეს. როგორც BBC ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება, ორშაბათ დილით ლესბოსი 131-მა ადამიანმა დატოვა, უმეტესობა მათგანი კი პაკისტანელია. მე-2 ბორანიც ასევე სავსეა ხალხით და ისიც მალე დატოვებს საბერძნეთს.
ევროკავშირი-თურქეთის შეთანხმება ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. გამოითქმის მოსაზრებები, რომ აღნიშნული შეთანხმება ნაჩქარევად მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.