დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წლის მარტში, ტურიზმმა საქართველოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38 მილიონ ლარზე მეტი მოუტანა
04-04-2016, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე- პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38 მილიონ ლარზე მეტი მოუტანა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა და 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია.

 

 

რაც შეეხება გასულ თვეს, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450 875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ია. მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს საქართველოში, 170 281 შეადგინა.

 

 

„ჩვენ შევაჯამეთ 2015 წელი. მართალია, 2015 წლის ვიზიტორების რაოდენობა პირველ იანვარს ცნობილი იყო და ეს იყო 5 900 000 ვიზიტორი, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დაზუსტებით გადათვალა ის შემოსავალი, რომელიც მივიღეთ 2015 წლის მანძილზე ტურიზმიდან და ეს ციფრია 1 935 000 000 დოლარი, რაც არის 148 მილიონი დოლარით უფრო მეტი, ვიდრე ეს 2014 წელს გვქონდა. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ 2016 წლის მარტის თვეში გვქონდა 16,7%-იანი ზრდა საერთაშორისო ვიზიტორების მიმართულებით, ხოლო ტურისტების მიმართულებით ეს არის 24,8%-იანი ზრდა. იმ მეთოდოლიგიით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წინასწარი გათვლებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში ტურიზმმა საქართველოს 38 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, 87 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალია ტურიზმიდან წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი