„გამორიცხული არ არის საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კოალიცია შექმნას" - ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას როცა მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ამას გაიგებთ.
ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებასთან“ ვურთიერთობთ როგორც ხელისუფლებასთან, რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეუსმენიათ“, - განაცხადა ბარამიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.