გედევან ფოფხაძე- ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ერთობა არ არსებობს, რომ პარლამენტში 100 კაცზე მეტი ერთ ჭკუაზე დადგეს
04-04-2016, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გედევან ფოფხაძე „ეროვნული ფორუმის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთოდაც რომ არ იყოს ამ ეტაპზე უმრავლესობა, პრობლემა არ არის.

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეალურად არ არსებობს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ერთობა, რომ პარლამენტში 100 კაცზე მეტი ერთ ჭკუაზე დადგეს.

 

"ეროვნულ ფორუმსა" და "რესპუბლიკელებს" შორის ცოტა განსხვავებული მოცემულობაა, იმიტომ, რომ "რესპუბლიკელები" მთავრობაში მინისტრები არიან. სამთავრობო კოალიციის წევრები არ არიან "ფორუმელები". ეს მოცემულობა "ფორუმისთვის" ცოტა განსხვავებული იყო.

 

მე ყოველთვის ვგრძნობდი იმას, რომ კოალიციაში სუბიექტებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ უნდოდათ იდენტიფიცირება, უნდოდათ დაეფიქსირებინათ, რომ ისინი რაღაცის ნაწილები კი არიან, მაგრამ არიან როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები. "ფორუმი" ალბათ ამ პერიოდს გამოიყენებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ როგორც თავისი დამოუკიდებელი სახე წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე, ასევე პარლამენტში რაღაც დონეზე დამოუკიდებელი პოზიციები დააფიქსიროს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

დეპუტატს არ ჰგონია, რომ "ეროვნული ფორუმის" დამოუკიდებელი პოზიციები მაინცდამაინც ხისტი იქნება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი