ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04-04-2016, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 


6-კილომეტრიანი გზა 4 სოფელს: ცოდნისკარს, თელას, პატარაგორს და კაბალს ერთმანეთთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, გზა მოინიშნება და ჩატარდება უსაფრთხოების სამუშაოები.

 


პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2, 300, 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი