ზვიად ძიძიგური - უმრავლესობა არსებობს და მას რაიმე საფრთხე არ ემუქრება
04-04-2016, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს და მას რაიმე საფრთხე არ ემუქრება.  

 

 

ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ”კონსერვატიული პარტიის” მომხრეობა არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა კოალიცია შენარჩუნებულიყო. პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე წასულიყვნენ, რაც ზვიად ძიძიგურის განცხადებით, გასაგები და ბუნებრივია.  

 

 

 

„პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ”კონსერვატორები” ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.  

 

 

მისივე თქმით, ”ეროვნული ფორუმის” წევრმა გუბაზ სანიკიძემ და ”ეროვნული ფორუმის” წევრებმა პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღეს.  

 

 

„ამიტომ ეს ჩვენი მისაღები გადაწყვეტილება არ არის, ეს არის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება უმრავლესობას, მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობაში 88 წევრი ირიცხება. 88-ს გამოვაკლოთ 6 არის 82, ამიტომ უმრავლესობის არსებობა პარლამენტში ისევ გრძელდება. ამას რაიმე საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი