დიახ, უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთი სტატია გამოვაქვეყნე, რომლებშიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი კოალიციის დაშლის პროგრესულობას ვასაბუთებდი და ამასთან დაკავშირებით მრავალი არგუმენტი მომყავდა (აღარ გავმეორდები). უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რომ ქვეყნის პოლიტიკური განვითარება, მისი მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებლად ფუნქციონირებს ძლიერი პოლიტიკიური პარტიები. – და არა მაშინ, როდესაც ერთი ან რამდენიმე პიროვნების გარშემო შექმნილი (შეკოწიწებული), საარჩევნოდ მობილიზებული და პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად "თავმოყრილი", – კოალიცია, ალიანსი, კავშირი ან სხვა სახის რაიმე გაერთიანება, ერთპიროვნულად არის ხელისუფლების ოლიმპზე. საქმე ის არის, რომ ამდაგვარი "პოლიტიკური ერთობა", მხოლოდ დროებითი პოლიტიკური პრობლემების გადასალახავად გამოდგება და იგი არანაირად არ უწყობს ხელს ქვეყანაში გრძელვადიანი, მდგრადი, ევროპული პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამიტომაც, ვულოცავ საქართველოს მმართველი კოალიციის დაშლას და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დაწყებას. მიმაჩნია, რომ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს სწორედ ახლა ეძლევათ შანსი, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ ამომრჩევლების წინაშე, აგრეთვე, იმ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც პარლამენტს გარეთ იყვნენ და მუდამ წუწუნებდნენ ქვეყანაში "არსებული არათანაბარი პოლიტიკური გარემოს" გამო. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ საარჩევნო ბლოკების შექმნას, ისინი აღარ იქნებიან პოლიტიკურად ისეთი ეკლექტურები, როგორიც კოალიცია "ქართული ოცნება" იყო და მათი "ერთად ყოფნის" საფუძველი იქნება არამხოლოდ "პარლამენტში მოხვედრის სურვილი", არამედ საერთო პოლიტიკური პლატფორმა, იდეოლოგიური ნათესაობა, მსგავსი პოლიტიკური ღირებულებები და ხედვები. მოკლედ, საქართველომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარების თვალსაზრისით, წინ ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.