ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩოლოქის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სეპტიკები, სადეზინფექციო სათავსოები, საკანალიზაციო და სადრენაჟე ჭები, ასევე მოეწყობა საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური და შიდა ქსელი. პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 299 999 ლარია გათვალისწინებული.
დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები ამ დრომდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი საკანალიზაციო სისტემით 120 ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოებს კომპანია „მეოხი“ აწარმოებს, პროექტის დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.