რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი "რია ნოვოსტისთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთს არ მიუღია, ამიტომ მათი აღდგენის ფორმალურ მხარეზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რაც ახლა შეგვიძლია, რომ აღვადგინოთ ის კეთილი ტრადიციები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის", - განუცხადა გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის".
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეალური ურთიერთქმედების აღსადგენად თავდაპირველად საჭიროა პრაქტიკული საკითხების განხილვა ტრანსპორტი, ვაჭრობის, ჰუმანიტარულ სფეროებში.
"ივლისის შუა რიცხვებში მორიგ შეხვედრას გავმართავ პრაღაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან და ჩვენი შეხვედრა იმ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას დაეთმობა, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.