მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან საქართველოში 10 კილოგრამზე მეტი ოქროს ზოდების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
04-04-2016, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, 2 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების მიზნით, მებაჟე ოფიცრებმა შეაჩერეს სომხეთის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის პასპორტით შემოსული ორმაგი მოქალაქე (მეორე მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის) მ.ა.. მგზავრის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შემდეგ, მებაჟეებმა გამოიყენეს სხეულის სკანერი და მისი მეშვეობით დაათვალიერეს აღნიშნული პიროვნება. მგზავრს აღმოაჩნდა წელზე შემოკრული მეტალის ნივთები. ამის შემდეგ განხორციელდა მგზავრის ფიზიკური დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ მას წელზე შემოკრული ჰქონდა სპეციალური ქამარი სამალავებით, რომელშიც მოთავსებული იყო 11 ცალი არადეკლარირებული ოქროს ზოდი, საერთო წონით 10500,79 გრამი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 953 456,99 ლარი.

 

 

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები: 1
#1   Jacinto
      
References:


Stereoids

References:
https://pad.geolab.space/s/dHb5tONIB
2 აპრილი 2026 02:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი