საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს
04-04-2016, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანსანატოლიის გაზსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

პრემიერმა გამოცემა caspianenergy.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობა უკვე დაიწყო და წარმოების საწყის ეტაპზე გაზსადენი გაზრდის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში ექვისადან 22 მილიარდ კუბომეტრამდე.

 

”შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებითად ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი კიდევ უფრო გაფართოვდება თურქმენული გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე განმტკიცდება მისი ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ტრანსანატოლიის ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში.

 

”ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმი ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც იქმნება სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილია ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული განვითარების მხარდაჭერა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მანვე საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტები დაასახელა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა ენერგეტიკის სექტორი.

 

”საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა. მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ადგილობრივი ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის მასშტაბი გამარტივებული და გამჭვირვალე რეგულაციების გზით. მთავრობამ ხელი მოაწერა აგრეთვე ათობით ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორებთან, რაც მიზნად ისახავს ყველა ზომის ელექტროსადგურების შექმნას”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი