”ეროვნული ფორუმის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დატოვოს კოალიცია და საპარლამენტო უმრავლესობა, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ ახლა ”რესპუბლიკელების” მანდატზეა დამოკიდებული უმრავლესობა და უმცირესობა იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტში, თუმცა ისინი უმრავლესობაში რჩებიან.
„როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა პარლამენტში არის, ხმები საკმარისია და ჩვენ ახლა ამით ჟონგლიორობას არ ვაპირებთ. გასაგებია, რომ ”რესპუბლიკელების” მანდატზეა დამოკიდებული უმრავლესობა და უმცირესობა იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები კვაჭანტირაძე და ბაქრაძე ამ დარჩენილი რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი აპარატისა და სხვა შესაძლებობების გარეშე დავტოვოთ. არანაირი საჭიროება არ არის. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული ორგანული კანონი, საკადრო საკითხი, რაც მაღალ კვორუმს, 76 ხმას საჭიროებს, უმავლესობის შიგნით გაცილებით უფრო ინტენსიურ მსჯელობასა და შეთანხმებას მოითხოვს, ვიდრე აქამდე იყო.
როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, როცა რესპუბლიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ბევრ ვარიანტს აანალიზებს.
”26-27 მარტს ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ და ამასთანავე ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე საარჩევნო კამპანიამდე შევასრულებთ, ანუ არჩევნებამდე ვრჩებით ჩვენ აღებული ვალდებულებების ერთგული“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.