დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში
04-04-2016, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მეზობლად მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობას უჭერს მხარს.

 

ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

”მინდა თქვენი სახელით შეშფოთება გამოვთქვა იმაზე, რაც ჩვენს უშუალო სამეზობლოში ხდება. სამწუხაროდ, იცით, რომ არის მსხვერპლი. ჩვენ ვართ შეშფოთებული, რათა შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ერს შორის.

 

ჩვენი პოზიცია იყო და არის ურყევი - ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში. გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მოძმე ერების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეაჩერებს ესკალაციას და არ გამოიყვანს ვითარებას კონტროლიდან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი