"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც კოალიციის და უმრავლესობის დაშლას უკავშირდება.
”დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ყოფილმა კოალიციის წევრებმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ.
"დღეს, ფაქტია, რომ ქვეყანა, პრაქტიკულად ”ბეწვის ხიდზე” იმყოფება. რაც არ უნდა ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ" ფაქტია, რომ კოალიცია დაიშალა და უმრავლესობაც დაშლის პირასაა. ეს ქვეყანას ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან თუ ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამას ჰქვია უმძიმესი პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი.
სრულიად გამორიცხულია, რომ კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ყოფილმა კოალიციის წევრებმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს თანამშრომლობა. ასეთი პრეცედენტი პოლიტიკაში არ ყოფილა. ასე, რომ სამთავრობო კრიზისიც აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა. ასევე, ფაქტია, რომ ჩვენ ვართ მოწმენი კოალიციის, მისი ხელმძღვანელობის და მასში შემავალი პარტიების უპასუხისმგებლობის და მოწმენი ვართ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.