"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
19-06-2014, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

 

 

"ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასახული ციფრები არანაირად არ გამოხატავს მარნეულის ამომრჩევლის ნებას, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების - პოლიციისა და სუსი-ს, ასევე ადგილობრივი ავტორიტეტების ნება-სურვილი.

 

 

გუშინ მარნეულის საოლქო კომისიაში გამართულმა ე.წ. საჩივრების განხილვის სხდომამ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. საოლქო კომისიას არ აინტერესებს უბნის შედეგების გადამოწმება (რომ არაფერი ვთქვათ გაბათილებაზე), იმ შემთხვევებში, როდესაც ყუთიდან 84 ბიულეტენით მეტია ამოსული (მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და არც იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნებში მონაწილე 663 ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა თითქოს არ მიიღო (თან წაიღო ბიულეტენი). ისინი ყველაფერი ამის გამართლებას ცდილობენ სრულიად გაუგებარი და უკანონო ე.წ. ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არჩევნების დღიდან 2 დღის შემდეგაა შედგენილი.

 


ყველაზე სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედების ინსტრუქციას ისინი იღებენ ცესკო-დან. იმის ნაცვლად, რომ ცესკო ცდილობდეს სათანადოდ მოხდეს ყველა საჩივრის განხილვა, ისინი პირიქით, სტიმულირებას აკეთებენ ყველა საჩივარი განუხილველი დარჩეს და იმის მიუხედავად გადათვლის ან გაბათილების მოთხოვნა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მოდის, საოლქო კომისია კენჭისყრით უარს აცხადებს. მხოლოდ გუშინ მარნეულის საოლქო კომისიამ 43 განკარგულება მიიღო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ. ანალოგიური მდგომარეობაა ყველა სხვა საოლქო კომისიაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს არა რეალური შედეგები მიაწოდოს საზოგადოებას, არამედ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს საარჩევნო პროცედურები.

 

 

გვინდა განვაცხადოთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და დაიცავს თითოეულ ხმას, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებმა და საარჩევნო ბლოკმა მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი