დღეს აღმოაჩინა პარტია "ქართულმა ოცნებამ", რომ "რესპუბლიკელები" ხალხს არ უყვარს?! - სოსო ცისკარიშვილი
04-04-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი პარტიის ლიდერმა ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თავის პოლიტიკურ ძალაზე უარი თქვას და გახდეს პოლიტიკოსთა იმ კრებულის წევრი, რასაც პარტია "ქართული ოცნება" ჰქვია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ," - აღნიშნულ განცხადებას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აკეთებს.


იგი თვლის, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა კოალიცია პარლამენტის ვადის ამოწურვამდე ფორმას შეინარჩუნებს.


"არ ველი, რომ პარტია "ქართული ოცნების" ოპონირებას ვინმე ნაადრევად დაიწყებს, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს დააზარალებს მათაც და ქვეყანასაც. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ვითარება უფრო დაიძაბოს და პარლამენტის მუშაობაც შეფერხდეს, თუმცა, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ვფიქრობ, კოალიციის სუბიექტებს, განსაკუთრებით კი პარტია "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად, რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან", -აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.


ექსპერტი ამბობს, რომ მას "რესპუბლიკელების გონიერების" იმედი აქვს და ამიტომ ფიქრობს, რომ დესტრუქციულ მოქმედებებს პარლამენტში ადგილი არ ექნება.


"დღეს ვითარების არევა ყველაზე მეტად ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზარალებს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პარტია "ქართულ ოცნებასა" და მათ გზავნილებზე. იმედი მაქვს, არც ისინი წამოჭრიან ისეთ თემებს, რომლებიც მათაც დააზარალებს და სხვასაც არ უბიძგებს დისტანცირებისკენ, მაგალითად, არ მოვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ევრაზიულ კავშირზე და ა.შ." - აცხადებს ცისკარიშვილი და კოალიციის შექმნის პერიოდს იხსენებს.


"გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა ეს კოალიცია. მაშინ პარტია "ქართული ოცნება" თითქმის არ არსებობდა. კოალიცია შეიქმნა სწორედ "რესპუბლიკური პარტიისა" და "თავისუფალი დემოკრატების" მონაწილეობით. ახლა გაჩნდა ამ პარტიების მიმართ უნდობლობა?! დღეს აღმოაჩინა პარტია "ქართულმა ოცნებამ", რომ რესპუბლიკელები ხალხს არ უყვარს?! კოალიციის დაქუცმაცებას პოზიტიური მხარეც აქვს. თუ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას, უპირველესად ამომრჩეველი დარჩება მოგებული, რადგან მის ერთ ხმას ერთდროულად ექვსი სუბიექტი კი არ მიიღებს, არამედ ის, ვინც მას ყველაზე მეტად მოსწონს. ვფიქრობ, საარჩევნო სივრცე ასე უფრო კონკურენტული გახდება. არჩევნებამდე 6 თვე დარჩა და ეს დრო კრიტიკულია. ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა, სახელისუფლებო კოლაფსის პროვოცირება სცადოს, რითაც ქვეყნის ინტერესები დაზარალდება", - მიიჩნევს ექსპერტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი