"მაესტროს" ახალი გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური იქნება. ახალი დირექტორი არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ჟურნალისტებს წარუდგინა.
გია გაჩეჩილაძე "მაესტროს" გაფიცულ თანამშრომლებს დღეს შეხვდა.
როგორც ცნობილია, დღეს ეთერში არ გასულა არხის საინფორმაციო გამოშვება "კონტაქტი" 12:00 საათზე, ასევე "ბიზნეს კონტაქტი". თანამშრომლებმა აღნიშნულის მიზეზად არხზე შექმნილი რთული ფინანსური, ტექნიკური და მმართველობითი პრობლემები დაასახელეს.
გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ეთერი დღეს აღდგება, ხოლო შეფერხებები ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება.
"ჩვეულებრივი სამუშაო სიტუაციაა. დღეს მივედით გადაწყვეტილებამდე და შევთანხმდით ორივე მხარე, გაგრძელდეს ჩვეულებრივ მუშაობა. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რაზეც მიიღეს პასუხი. ხვალ გაიმართება დამფუძნებელთა კრება. ხვალ გაჟღერდება ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული "მაესტროსთან" დაკავშირებით", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.