"საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ერთ პიროვნებაზე, გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"მმართველი კოალიცია ვარაუდობს, რომ კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ არ დაკარგა ბენეფიტები, რაც მას ჰქონდა, რადგან ის შედარებით ახალი ფიგურაა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ფიქრობენ, რომ ის ერთის მხრივ იქნება პრემიერ-მინისტრი, ხოლო მეორეს მხრივ გააძლიერებს საარჩევნო სიას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი აზრით, ქვეყანაში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, რომ ასეთი ტიპის კოსმეტიკური და თავის თავზე მორგებული ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის, რადგან ოცნებამ ის ნდობა დაკარგა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას წლების განმავლობაში ჰქონდა. „ასეთი ცვლილებები არის წყალწაღებულის მხრიდან ხავსზე მოჭიდების მცდელობ. ვერც კვირიკაშვილი და ვერც სხვა ვინმე „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაარჩენს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.