სომხური მედია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება და უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას.
აღნიშნული შეხვედრის მიზანს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
„სამწუხაროდ, სომხეთის მხრიდან არაერთმა მიმართვამ, რომ აზერბაიჯანი ადრე თუ გვიან საკუთარი ანტისომხური რიტორიკის მძევალი გახდება და რომ იგი ახალ სამხედრო ავანტიურას გამართავს, არ გამოიწვია სასურველი შედეგი“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.