ფონდი, რომელსაც დევიდ ქამერონის მამა ხელმძღვანელობდა, დიდ ბრიტანეთში გადასახადების გადახდას თავს არიდებდა
04-04-2016, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ ქამერონის მამა ხელმძღვანელობდა ოფშორში დარეგისტრირებულ ფონდს, რომლის დოკუმენტებზე მის მიერ დაქირავებული ბაჰამას მცხოვრებთა მცირე ჯგუფი, მათ შორის ნახევარ განაკვეთზე მომუშავე  ეპისკოპოსი აწერდა ხელს, რითაც თავს არიდებდა დიდ ბრიტანეთში ნებისმიერი გადასახადის გადახდას. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.


იან ქამერონი Blairmore Holdings Inc-ის, საინვესტიციო ფონდის დირექტორი იყო, რომელიც ბაჰამადან იმართებოდა. ფონდის სახელი აბერდინშას ოჯახის მემკვიდრეობიდან იყო მიღებული. ფონდი მდიდარი ოჯახების სახელით ათეულობით მილიონ ფუნტ სტერლინგს მართავდა.


"გარდიანის" ცნობით, ფონდი 1980-იან წლებში პრემიერ მინისტრის დევიდ ქამერონის აწ გარდაცვლილი მამის დახმარებით დაფუძნდა და ამ დრომდე არსებობს. "გარდიანმა" გამოიკვლია, რომ Blairmore -ს თავისი მოგებიდან გადასახადის სახით დიდი ბრიტანეთში ერთი პენიც კი არ აქვს გადახდილი.


პრემიერ მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "დაუნინგ სთრითმა" იან ქამერონის მიმართ არსებულ ბრალდებებს წარსულში უკვე უპასუხა.


შეკითხვაზე, ჯერ კიდევ იყო თუ არა ფონდში ოჯახის ფული  ინვესტირებული, მან განაცხადა: "ეს კერძო საკითხია." ქამერონის წარმომადგენელმა თქვა, რომ "პრემიერ მინისტრმა გადასახადებისაგან თავის არიდებასთან ბრძოლაში სხვადასხვა ქმედებები განახორციელა".


The Panama Papers - მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით მჟღავნდება დეტალები, თუ როგორ მალავდა უფროსი ქამერონი Blairmore’s -ის მოგებებს ძვირადღირებული და არეულ-დარეული შეთანხმებებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი