დიახ, საქართველოს პარლამენტის 150 მანდატიდან, 76 მანდატის აღების შემთხვევაში პარტია "ქართულ ოცნებას" ექნება უმრავლესობა ახალ პარლამენტში, რაც მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგანაც თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ კრიზისულ სიტუაციებს პარლამენტში, როდესაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხერხდება, ან ჭიანურდება და დამატებით კომპრომისულ, "კოალიციურ შეთანხმებებს" (ხშირად, "სავაჭრო ხასიათის") საჭიროებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს 76 მანდატს, თუ სიის სათავეში იქნება ბიძინა ივანიშვილი"! ამისათვის კი აუცილებელია, რომ ივანიშვილის პარტიის სია დაკომპლექტდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე და პოლიტიკურად განათლებული "სახეებით", თუნდაც "ძველით", – და არა, ყბადაღებული "ახალი სახეებით", რომლებიც რა ცოდნის და გამოცდილების მატარებლები არიან, "კაცმა არ იცის", უკეთეს შემთხვევაში კი, რამოდენიმე ადამიანი იცის მათ შესახებ!
გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სიის პირველ ათეულს, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში "ლოკომოტივის" როლს ასრულებს. ადრეც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი სამეული მოქმედი და ყოფილი პრემიერ–მინისტრების გვარებით უნდა იწყებოდეს, ხოლო დანარჩენ შვიდ ადგილზე წარმატებული მინისტრები "განთავსდნენ". მოკლედ, "ჩემი ათეული" ასე გამოიყურება:
1. ბიძინა ივანიშვილი; 2. ირაკლი ღარიბაშვილი; 3. გიორგი კვირიკაშვილი; 4. კახა კალაძე; 5. დავით სერგიენკო; 6. თეა წულუკიანი; 7. ოთარ დანელია 8. კახა კახიშვილი; 9. დიმიტრი ქუმსიშვილი; 10. სოზარ სუბარი; – და თუ გაითვალისწინებენ ამ რჩევას, "პარტია "ქართული ოცნების" მესვეურები, ვინძლო, რომ მადლობას მეტყვიან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ!.. რაც შეეხება, პარტია "ქართული ოცნების" მოქმედ საპარლამენტო წევრებს, მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საარჩევნო სიის პირველ ათეულში ისინი ადგილს არ იმსახურებენ (წამგებიანი იქნება!). ვფიქრობ, რომ "პარტია "ქართული ოცნების" 48 დეპუტატიდან, მხოლოდ 16–17 დეპუტატი შეიძლება იქნას შეყვანილი ახალ საპარლამენტო სიაში და ისიც, არა პირველ და მეორე ათეულებში! "არაფერი პირადული", რეალობა ეს გახლავთ და მას ვინც "თვალს არ გაუსწორებს", ის წაგებული დარჩება!..
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.