დღეს ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტი 36 867 815 ლარს შეადგენდა, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მიზნობრივი პროგრამა განხორციელდა.
გამგებლის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტი 82, 2 %-ით შესრულდა. ადგილობრივი გადასხდელების ნაწილში ფაქტიურმა შემოსავალმა 2 078 881 ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილთან შედარებით 225 473 ლარით მეტია. წლის განმავლობაში შემოსული ადგილობრივი გადასახადები შეადგენს ფაქტიური შემოსულობების 6,8 %-ს, სხვა დონის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისათვის ჩამორიცხული გრანტები 66,5 %-ს, არაფინანსური აქტივიდან - 0, 6 %-ს, სხვა შემოსულობები 8, 9%-ს, ხოლო გარდამავალი საბიუჯეტო ნაშთის გამოყენება 17, 2 % შეადგინა. სხვა დონის ბიუჯეტებიდან მუნიციპალიტეტში ტრანსფერების სახით ჯამში 20 494 292 ლარი ჩაირიცხა. გასული წლის ბიუჯეტიდან ჯამში 30 532 865 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის სფეროში 3 731 907 ლარი დაიხარჯა, გარემოს დაცვის სფეროში 5 248 377 ლარი დაიხარჯა, საბინაო კომუნალური მეურნების სფეროს 7 429 627 ლარი მოხმარდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიზნით 1 553 466 ლარი დაიხარჯა, ხოლო კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროსთვის 8 818 710 ლარი დაიხარჯა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს უყარეს კენჭი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.