ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას
20-06-2014, 01:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის საპასუხოდ.

 

 

"იმისათვის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, აუცილებელია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით მოხდეს ძალიან სერიოზული პროგრესი. მხედველობაში მაქვს კონფლიქტების დარეგულირება. თუკი პროგრესი, სერიოზული წინსვლა მოხდება, მაშინ გარკვეულ ეტაპზე ეს საკითხი განსახილველი იქნება. ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენის მხრიდან იმ ე.წ. ახალი რეალობის აღიარება იქნება, რაშიც რუსეთი აფხაზეთის და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობას გულისხმობს, ანუ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას და მსოფლიო თანამეგობრობასაც დავუდასტუროთ, რომ ეს ორი რეგიონი საქართველოს ნაწილი აღარ არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი