რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ესტონური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება რომ იქ ნატოა და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა ნატოსთან ექნება საქმე“, - განაცხადა ბრიდლავმა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს.
ფილიპ ბრიდლავის მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ძლიერი არმიის შექმნა შეძლო.
30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები „აგრესიული რუსეთის“ საპასუხოდ აღმოსავლეთ ევროპაში თავის სამხედრო შენაერთებს გაზრდის.
BBC -ს ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში მომავალი წლიდან სრულად აღჭურვილი საბრძოლო ბრიგადები განლაგდება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება ნატოსი მას შემდეგ, რაც რუსეთისადმი დაძაბულობამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მწვავე ხასიათი მიიღო.
გასულ თვეს პენტაგონმა გამოაცხადა, რომ ევროპული თავდაცვისთვის 2017 წელს თავის ბიუჯეტს გააოთხმაგებს. დამატებითი ძალების განლაგება გაზრდის ამერიკის შესაძლებლობას განახორციელოს სამხედრო წვრთნები რეგიონში.
გეგმა უჩვენებს „ჩვენს მძლავრ და დაბალანსებულ მიდგომას, აგრესიული რუსეთის ქმედებების კვალდაკვალ, დავამშვიდოთ ჩვენი ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები აღმოსავლეთ ევროპასა და სხვაგან“, განაცხადა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, ევროპაში შეერთებული შტატების მთავარმა მეთაურმა.
„ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები იხილავენ მეტ შესაძლებლობებს. ისინი ნახავენ უფრო ხშირ ყოფნას ჩვენი ჯავშნიანი ბრიგადების, უფრო მეტი მოდერნიზებული აღჭურვილობით თავიანთ ქვეყანაში,“ დაამატა გენერალმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.