თინა ხიდაშელი - ვარშავის სამიტის შემდეგ, გვსურს რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს
05-04-2016, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს დანახული როგორც საფრთხე, საქართველო არის შესაძლებლობა ყველასთვის აჩვენოს მოწინააღმდეგეს, რომ თუ ძალიან მოინდომებს წარმატება აუცილებლად მოვა.

 

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში დღეს ბევრი ნეგატივია და როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირს სჭირდება პოზიტიური მაგალითები. ხიდაშელის თქმით, ამ პოზიტივის მაგალითები ყოველდღიურად იქნება საქართველოში.

 

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ ყველაზე ძვირფასია ვარშავის სამიტიდან ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი გამოვიდეს.

 

„ჩვენი, როგორც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის ამოცანაა, რომ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატო-ს, რომლებიც ვინმეს შეუქმნის განცდას, რომ ალიანსის წევრ სხვადასხვა ქვეყნებში ცალკე დღის წესრიგი არსებობს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს აქვს საკუთარი ამოცანები, რაც უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მდგომარეობს.

 

„ჩვენი ამოცანაა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ის არის დღეს. ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსში იქნა მიღებული ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენი ამბიციები გაცილებით უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა - პასუხისმგებლობის საკითხს ურთიერთობებში“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი