საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ძალიან სწორია, რომ პარტია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, მომავალ პარლამენტში უმრავლესობა უნდა იყოს ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკაში ახლა მოდიან და რომლებმაც უნდა შექმნან საქართველოს მომავალი.
„გიორგი კვირიკაშვილი თვითონ, ახალგაზრდა ადამიანი, ძალიან დიდი გამოცდილებისაა უკვე. მიმაჩნია, რომ ძალიან სწორია, რომ ის იქნება სიის პირველი ნომერი. მეორე მხრივ, ის სერიოზული საქმიანობა, ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც მთავრობას აქვს და რომლითაც ბატონი გიორგი ხელმძღვანელობს, არ უნდა შეფერხდეს იმის გამო, რომ გიორგი რაღაც პერიოდში სიის სათავეში იქნება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ნორმალური. თუმცა, ოპოზიციისაც მესმის, რომ მათ გარკვეულად თემა გაუჩნდათ, რომ რაღაც საკითხებზე ისაუბრონ. მე მგონი, ეს უმნიშვნელოა“, - განაცხადა დავით საგანელიძემ, რომელმაც კომენტარი ახალი სახეების შესახებაც გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში ბევრი ახალი სახელი იქნება“, - განაცხადა მან, თუმცა კონკრეტული პიროვნებების შესახებ არ არაფერი უთქვამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.