ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის ცნობით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტში ხვალიდან სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება.
„ქუჩების რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის სისტემისა და ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის მოწესრიგება - ეს ის პროექტებია, რომელთა განსახორციელებლად ჯამში, 2 864 000 ლარი დაიხარჯება“ - განაცხადა ედუარდ აღასარიანმა guardian.ge-სთან საუბრისას.
აღასარიანის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, გარდა აღნიშნული პროექტებისა, გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.
„იმ ფინანსებიდან, რასაც რეგიონული ფონდი გვაძლევს, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება: ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია - 2 588 000 ლარი, ამ თანხაში შედის ასევე რვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების მოასფალტება. 101 000 ლარი დაიხარჯება ახალქალაქის ცენტრალური სტადიონისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვყავს ფეხბურთის გუნდი. 175 000 ლარი კი სოფელ ბურნაშეთის წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო, თუმცა, უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები გვქონდა. რაც შეეხება სტადიონს და წყალგაყვანილობას, დღეს ხელშეკრულებები დაიდო და ხვალიდან სამუშაოები დაიწყება. იგეგმება ასევე ახალქალაქი-ბავრას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია“ - აღნიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ქუჩების მოასფალტება და სხვადასხვა სოფელში წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაა დაგეგმილი.
ედუარდ აღასარიანის ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტების გარდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს.
„დასრულებულია მოსახლეობასთან შეხვედრები, გარკვეულია პრიორიტეტები, გაგზავნილია დედაქალაქში საბუთები, უკან დაბრუნებული პასუხების შემდეგ ეს აისახება საკრებულოში, შევიტანთ ცვლილებებს ბიუჯეტში, გამოვაცხადებთ ტენდერს და აპრილის ბოლოსთვის დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებასაც“ - განმარტა ედუარდ აღასარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.