იან კელი: NATO -მ განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს
05-04-2016, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს, -განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას სასტუმრო ”რედისონში”, სადაც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს.


„ნატო-მ განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტი დაეხმარება საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას“, - განაცხადა იან კელიმ.


ჟურნალისტებთან საუბარში კელი აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-ში, ზოგიერთი კანდიდატის განცხადების მიუხედავად, კარგად ესმით ნატო-ს როლი და მნიშვნელობა მსოფლიოში.


იან კელიმ განცხადება მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია იქ არსებული სიტუაციით.


„ქართველ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ვესაუბრები საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია და ვითარების მოლაპარაკებათა პროცესში გადაყვანა“, - განაცხადა იან კელიმ და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის განახლებას ეუთო-ს მინისკის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეძლებს.


„სამხედრო გადაწყვეტილება გამოსავალი არ არის“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი