დიმიტრი ქუმსიშვილი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რკინიგზა, ბაქო-თბილისი-კარწახის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის პორტი აბრეშუმის გზის განვითარების შემადგენელი ნაწილია
05-04-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - განაცხადა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სადაც საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.


დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის შემადგენელია და ამ კონტექსტში მან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-კარწახის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის პორტი დაასახელა. მისივე თქმით, ხელისუფლება მნიშვნელოვან ძალისხმევასა და ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით.


„ეს ყველაფერი არის შემადგენელი აბრეშუმის გზის და შესაბამისად, დღეს თუ ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა არის 500 მილიონი ტონა წლის განმავლობაში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტრანზიტული პოტენციალის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთებს წამოვიღობთ ჩვენს კორიდორში. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, რომელსაც სავაჭრო პალატები აწყობენ, როცა კერძო ბიზნესს აქვს შესაძლებობა, რომ მათ მეტი კავშირები დაამყარონ, კონკრეტული შედეგები დადონ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს, დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზუსტდება მეორე რაუნდის თარიღი, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულის დასაწყისში გაიმართება. დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს რომ მოლაპარაკებები ოთხ რაუნდში ჩაეტევა და წლის ბოლომდე მორჩება.


ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაესწრო. მან აღნიშნა, რომ სავაჭრო პალატა არა მხოლოდ კონტაქტების დამყარებას უწყობს ხელს, არამედ მას უკვე გააჩნია 650 მილიონიანი ფონდი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციებისთვის არის მოზიდული.


„ხვალ საპარტნიორო ფონდს გვაქვს შეხვედრა სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან. მემორანდუმს გავაფორმებთ თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი ვიმუშაოთ ერთობლივ ინვესტიციებზე ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.


საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის დელეგაციას მისი თავმჯდომარე ნიუ იან ზონგი ხელმძღვანელობს. დელეგაცია თბილისს 3 აპრილს ეწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი