ლუკა კურტანიძე ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე საკითხებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკაში სანამ ცოცხალია, სულ იქნება.
”მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში მითუმეტეს. მე ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული”, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
დეპუტატმა ისაუბრა კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებაც და აღნიშნა, რომ ყველა პარტიული სუბიექტის გადაწყვეტილება პატივსაცემია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.