პარტია "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩევნო სიაში ყოფილი პრემიერ მინისტრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნებიან. აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი ადასტურებს.
„ყოფილი პრემიერები არ იქნება სიაში, ყოველშემთხვევაში მათი სურვილი ასეთია," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რომელმაც თქვა, რომ სიაში არც თავად იქნება.
„პარტიას სჭირდება განახლება, საჭიროა ახალი სახეები. ის განვლილი პერიოდი და წლები, რომლებიც მე პარლამენტში გავატარე, ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ ახალი თაობა მოვიდეს, ახალი სახეები, ახალი ცოდნით და შესაბამისად არ ვთვლი საჭიროდ და არც შემიცვლია აზრი, რომ მე მომავალ პარლამენტში აღარ ვიყო. გიორგი კვირიკაშვილი სწორია, რომ არის სიის პირველი ნომერი," განაცხადა დავით საგანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.