დავით უსუფაშვილი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
05-04-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ტედ უაითსაიდთან შეხვედრა გამართა.

 

 

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ნატოს კვირეულზე ისაუბრეს, რომელიც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. როგორც ტედ უაითსაიდმა აღნიშნა, აღნიშნული ღონისძიებისადმი ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიკვეთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე, რომელიც თანამედროვე მედიასივრცეში არსებობს. იმსჯელეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თქმით, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემა, გარკვეულწილად, ყველა ქვეყანაშია და ამის გადასაჭრელად, საჭიროა, შესაბამისი მექანიზმები იქნას შემუშავებული. მისივე განცხადებით, ყველა პროექტს, მათ შორის, თავდაცვის სფეროში, მკაფიო სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმა სჭირდება, რათა პროექტის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მოხდეს. ტედ უაითსაიდის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ინფორმაციას რაც შეიძლება მეტი სუბიექტი ფლობდეს.

 

 

საუბარი შეეხო მოახლოებულ ნატოს ვარშავის სამიტსაც. დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს პარტნიორი ქვეყნები კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა ნატოსკენ სწრაფვას უფრო აქტიურად გააგრძელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი