თინა ხიდაშელი: საქართველო არის შესაძლებლობა ნატო-სთვის
05-04-2016, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ხიდაშელი ჟურნალისტებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის.

 


თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია.

 

 

„GIPA-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დასავლეთ ევროპელ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ფართო ჯგუფი ჩამოდის ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია. კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ასეთი ტიპის ინტერაქცია ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად, იმ პრობლემებისა და თემების საერთაშორისო არენაზე გასატანად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, საერთაშორისო დისკუსიის შესაქმნელად, შენს თემებზე, შენი ქვეყნის წუხილებზე, უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრაციის გასაზრდელად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

შეხვედრის დასასრულს საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმაც.

 

 

„საქართველოში ეს ჩემი მეორე ვიზიტია, რაც შესაძლებლობას მაძლევს, უკეთ გავეცნო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავიგო, რა პოზიცია აქვს საქართველოს მეზობლებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეს იყო“, - განაცხადა გაზეთ „ფიგაროს“ ჟურნალისტმა პიერ ავრილმა.

 

 

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში ორდღიანი პროგრამით იმყოფებიან. ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას და ორგანიზებულია ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია European Journalism Centre-ისა და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ.

 

 

ჟურნალისტები შეხვედრებს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან გამართავენ. მოგვიანებით კი, საქართველოში მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მასალებს მოამზადებენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იმედა დარსალია და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი