ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს ხვდებიან.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში ტარდება და მასში ასოციაციის წევრი 100 კომპანიის, ასევე დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრაზე განხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხები.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ განაცხადა, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის თემები ქართული კომპანიებისთვის ძალიან საინტერესოა.
„ევროკავშირის ელჩთან ჩვენი მეწარმეების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, რაც განპირობებულია თავისუფალი ვაჭრობის პირობებით. საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის საკითხები, რაც უკავშირდება ქართული ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მის კონკურენტუნარიანობას ევროპულ ბაზარზე და ექსპორტს“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება რა პირობებით შეეძლებათ ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტულ გარემოში თავიანთი პროდუქციის შეტანა და რეალიზება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.