კომპანია LiteForex დამწყებ ტრეიდერებს სთავაზობს Forex გაკვეთილების უფასო სრულ კურსს, რომელიც იწყება საბაზისო დონიდან და მოიცავს ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის, ტრეიდერის დისციპლინას, ფსიქოლოგიას და თანხის სწორ მართვას. ყველა ეს გაკვეთილი დაგეხმარებათ Forex-ის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში და წარმატებით ვაჭრობაში, - აცხადებენ კომპანია LiteForex-სში.
Liteforex-ი მათთან თანამშრომლობის მსურველ პირებს არწმუნებს, რომ ძირთადი საფუძვლების შესწავლის შემდეგ თავიანთი კაპიტალის მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ.
"ბევრი წარმატებული ინვესტორის საწყისი, დამწყები ტრეიდერის დონეა, თუმცა შრომის, გამოცდილებისა და პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად დამწყები ყალიბდება ტრეიდერად, რომელიც წარმატებით მართავს პირად ან სხვის კაპიტალს და საბირჟო საქმიანობას აქცევს მთავარ შემოსავლის წყაროდ. არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ გახდნენ სწავლების შემდეგ LiteForex-ის დამწყები ტრეიდერები მრავალი ფონდის მმართველები, ბანკებისა თუ საფინანსო კორპორაციების ტრეიდერები. კომპანიის ანალიტიკური გუნდი მუშაობს თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომით. მაღალი დონის ექსპერტ-ტრეიდერები შეგასწავლიან თუ როგორ ხდება ბირჟაზე თანხის გამომუშავება ეკონომიკური მაჩვენებლებით და ფასების ცვალებადობით," აცხადებენ კომპანია LiteForex -ის წარმომადგენლები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ფორექსის" ძირითადი მიზანი მისი მონაწილეებისათვის ვალუტის გაცვლის საშუალების მიცემაა. ვალუტის კურსის ცვლილებების დროს კი სავალუტო გაცვლები შემოსავლის მაღალ წყაროდ ვლინდება.
"FOREX არის გლობალური ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომლის დღიური ბრუნვა აღწევს 3-3,5 ტრილიონ აშშ დოლარს და არის ყველაზე ლიკვიდური მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც ვინმე ყიდულობს რომელიმე ვალუტას, ბაზარზე აუცილებლად არსებობს სხვა მონაწილე, რომელიც შესაბამისი ოდენობის ვალუტას ყიდის.
არსებობს სხვადასხვა ბირჟები, როგორებიცაა: საფონდო ( ფასიანი ქაღალდები, აქციები, ობლიგაციები ) სასაქონლო ბირჟა ( ოქრო, ვერცხლი, ნავთობი „ Brant Oil ; WTI Oil, ხორბალი, და ა.შ ) და სავალუტო ბირჟა, რომლის პროდუქტად გვევლინება ვალუტები ( EUR/USD ; GBP/USD ; USD/JPY ; USD/CHF და ა.შ).
FOREX თამაშობს დიდ როლს მსოფლიო ბაზრის გაცვლის კურსზე. ცვლილების კურსი არის ერთი ქვეყნის ვალუტის რაოდენობა, რომელიც უნდა იყოს აღებული რომ გადაიცვალოს მეორე ქვეყნის ვალუტაზე. ბაზარის ვაჭრობის ტემპი ორ ვალუტას შორის განისაზღვრება პირადი და ოფიციალური მონაწილეებით მსოფლიო ბირჟაზე.
ბაზრის წევრები:
FOREX მარკეტის მთავარი წევრები არიან, ცენტრალური ბანკები, კომერციული ბანკები, ფინანსური ჯგუფები, ფონდები, კომერციული ფირმები და ინდივიდუალური ინვესტორები. FOREX მარკეტის მთავარი მიზანია, მოგების ნახვა ვალუტის წყვილის მერყეობისას," - ნათქვამია კომპანია LiteForex-ის გავრცელებულ განცხადებაში.
LiteForex -ის ინფორმაციით თანახმად, "LiteForex -ი საერთაშორისო ფორექს-ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი საბროკერო კომპანიაა, რომელიც სარგებლობს მაღალი სანდოობით მსოფლიოში.
ავტორიტეტული გამომცემლობის, World Finance-ის ვერსიით, LiteForex-ი შედის 10 საუკეთესო კომპანიის სიაში. ჩვენი წარმომადგენლობა გახსნილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. 2016 წელს შემუშავდა პროგრამა, რომელიც მოიცავს საქართველოში Forexინდუსტრიის მაღალ დონეზე განვითარებას, მის პროფესიად ქცევას ისევე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, რომელსაც უზრუნველყოფენ LiteForex-Georgia-ს უმაღლესი დონის ანალიტიკოსები და ტრეიდერები.
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მოსახერხებელ და უსაფრთხო მეთოდებს, მაღალი დონის ტერმინალს (MT4) გარიგებების შესასრულებლად Forex-ის ბაზარზე. LiteForex-Georgia ლიკვიდურობას ღებულობს საერთაშორისო , უმსხვილესი საფინანსო კომპანიებისაგან და ბანკებისაგან, როგორებიცაა: Bank Of America NA , US.Deutche Bank AG, Germany. The Royal Bank of Scotland plc, UK . JPMorgan Chase Bank National Association , USA . Credit Suisse AG Switzerland. Royal Bank Of Canada. China Citic Bank Corporation Ltd. (CNCB), China და სხვა. ლიკვიდურობის და უმაღლესიდონის ტერმინალის ( MT4 ) წყალობით, ჩვენს კლიენტებს ეძლევათ საშუალება ტექნიკური ხარვეზის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში აწარმოონ გარიგებები მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე.
ჩვენი კომპანიის ფუნქციაა, შუამავლობა გაუწიოს ტრეიდერსა და ლიკვიდურობის მომწოდებელს, რათა უწყვეტ რეჟიმში მოხდეს სხვადასხვა ტიპის პროდუქტის ყიდვა და/ან გაყიდვა.
კომპანია შედგება მსოფლიოში მილიონობით წარმატებული ტრეიდერისგან, მაღალი დონის ანალიტიკოსებისგან, თანხების სწორი ინვესტირებისაგან, სანდოობისგან და კლიენტებზე ორიენტირებული თანამშრომლებისაგან, რომლებიც მრავალი წელია წარმატებით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის გარიგებებს მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე," აცხადებენ LiteForex-სში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.