მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ წუთებში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაგეგმილი შეხვედრა მიმდინარეობს. სულ რამდენიმე წუთის წინათ ადმინისტრაციაში პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, შეხვედრას თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელიც დაესწრება. შეხვედრის თემა კი მისივე ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, შეხვედრაზე, შესაძლოა, აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელის თანამდებობიდან გათავისუფლების საიკთხზე იმსჯელონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.