„ნამდვილად არ ველოდებით უახლოეს პერიოდში რომელიმე „რესპუბლიკელი“ მინისტრის ბედის რამენაირად გადაწყვეტას. თუმცა, ცხოვრება რთულია და შეიძლება თქვან რამე ისეთი, რაც მე არ ვიცი,“ - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
„დღეს ნამდვილად შედგება პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა, რომელსაც დაესწრება თინა ხიდაშელი, ყარაბაღის საკითხებთან დაკავშირებით. შემდეგ კი ქალბატონი თინათინი მიდის სხვა ქვეყანაში მივლინებაში. ასე რომ, რაიმე ცნობა, რომ მისი გადაყენება ან გადადგომა იგეგმება, ჩვენ არა გვაქვს" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, სულ ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დაიწყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე შესაძლოა „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხე იმსჯელონ.
მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით კი შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.