ცოტა ხნის წინათ თბილისში რუსული სატვირთო მანქანები გამოჩნდნენ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაჩერებულ რუსულნომრიან ავტომანაქანებში მძღოლები არ იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
კურიერს შსს-ში განუცხადეს, რომ მანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ავტომანქანები ჩამოწერილ ტექნიკას წარმოადგენს და მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნებით. ეს ნიშნები რუსული სანომრე ნიშნებია.
თუმცა, შსს-თვის უცნობია, რატომ არის ავტომანქანები აქ გაჩერებული და სად არიან მძღოლები.
"რუსთავი2" -მა შეძლო გადაეღო ავტომანქანების საბარგულები, სადაც არის საველე მოწყობილობა, ყუთები, გასაშლელი კარვები და ასევე გასაშლელი მაგიდები და საკმები. ყველა მანქანის კარები დალუქული იყო და ახლა ჩანს, რომ ეს ლუქი მოხსნილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.