არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
05-04-2016, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე და უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ თხილაიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

ხელმძღვანელმა პირებმა ჩოლოქის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის, თავისუფალ ტურისტულ ზონაში მრავალფინქციური სტადიონების სამშენებლო და რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 


წელს ქ. ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ეწყობა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია უტარდება ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, შენდება საბავშვო ბაღები და წესრიგდება სანაპირო ზოლი. ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

 


ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი