პარტია "ქართული ოცნების" ზოგიერთი საპარლამენტო ლიდერი, რომლებიც ე.წ. "ლიდერშიფში" შედიან, აცხადებენ, რომ პარტია "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩევნო სიაში ყოფილი პრემიერ–მინისტრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნებიან და რომ, – „პარტიას სჭირდება განახლება, საჭიროა ახალი სახეები".
კი ბატონო, მეც ასე ვფიქრობ, რომ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" არჩევნებში გასამარჯვებლად ახალი, მაღალპროფესიული და განათლებული კადრები ესაჭიროება, მაგრამ მათ უნდა შეცვალონ არა პარტიის დამფუძნებლი და მისი ყოფილი თავმჯდომარეები (რომლების ხარჯზეც პარტიის რეიტინგი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია!), არამედ სწორედ ისინი, ვისაც ლამის 4 წლის მანძილზე "წყალ–წყალა" ლაპარაკის გარდა (საბჭოურ სტილში!), პარტიისთვის არაფერი გაუკეთებიათ, თუმცა "ლიდერებად" ითვლებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი და ღარიბაშვილი საარჩევნო სიაში არ იქნებიან, მაშინ ამ ე.წ. ლიდერების გვარები, თუნდაც პირველ და მეორე ათეულში სამ–სამჯერ ჩაწერონ, შედეგი იქნება კატასტროფული, ანუ იმდენად უმნიშვნელო რაოდენობის მანდატს მოიპოვებს "ქართული ოცნება", რომ მისი ადგილი პარლამენტის კოალიციურ უმრავლესობაშიც კი არ იქნება!..
ჰოო, როგორც ჩანს, დიდი არეულობაა პარტიაში, რომელიც წესიერად ჯერაც არ შემდგარა, რადგანაც 4 წლის განმავლობაში პარტიაზე არავინ ზრუნავდა, ვინაიდან პარლამენტში და მთავრობაში "ხელისუფლებით ტკბობა" ერჩივნათ მავანთ, ვისაც ევალებოდა პარტიის მშენებლობა და გაძლიერება!..
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.