ვისკონსინის პრაიმერში თედ კრუზმა დონალდ ტრამპი დაამარცხა, ბერნი სანდერსმა კი ჰილარი ქლინთონი
05-04-2016, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თედ კრუზმა ვისკონსინის პრაიმერში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და მოწინავე პოზიციაზე მყოფ დონალდ ტრამპის ერთპიროვნულ კანდიდატობას დარტყმა მიაყენა. დემოკრატების შეჯიბრში კი შუა დასავლეთ შტატში ბერნი სანდერსმა ჰილარი ქლინთონზე შთამბეჭდავად გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC წერს.


რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიაში დონალდ ტრამპი წამყვან პოზიციას კვლავ ინარჩუნებს, მაგრამ გამოითქმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა შემცირდეს ტრამპის მხარდამჭერი იმ დელეგატების რაოდენობა, რომელთა ხმებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტიის პრეზიდენტობის საბოლოო კანდიდატის დამტკიცებისთვის.
 

საარჩევნო ყრილობაზე პარტიის ლიდერები, და არა ამომრჩევლები აირჩევენ კანდიდატს.


"ამაღამ გადამწყვეტი მომენტია, ეს არის საარჩევნო ყიჟინა ამერიკელი ხალხისა," განუცხადა კრუზმა თავის მხარდამჭერებს მილუაუკში სამშაბათს. "ჩვენ ვიმარჯვებთ, ვინაიდან ჩვენ ვაერთიანებთ რესპუბლიკურ პარტიას."


როგორც BBC წერს, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ კრუზმა საბოლოო კანდიდატად დარეგისტრირებისთვის დელეგატების საკმაო რაოდენობის მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს, მაგრამ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ტეხასის სენატორის გარშემო ერთიანდებიან იმ იმედით, რომ ზურგში დანა ჩასცენ ტრამპს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი