Reuters-ი: სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსები შეერთებული შტატების დოლარის უდიდეს შესუსტებას წინასწარმეტყველებენ
06-04-2016, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ ფონზე, როცა ჩანს რომ ფედერალურმა რეზერვმა მთელი გაზაფხულის პერიოდში კარი ჩაუკეტა საპროცენტო განაკვეთის ზრდას და დატოვა დოლარი ინფლაციის ზრდის პირისპირ, სავალუტო ბაზრის სტრატეგისტები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებული შტატების დოლარის უდიდეს შესუსტებას წინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.


სააგენტოს თანახმად, შეერთებული შტატების ინფლაცია ბოლო პერიოდში მყარად დადასტურდა, რაც გამოიხატა იმით, რომ მომხმარებელთა ფასების ინდექსი 12 თვის განმავლობაში, თებერვლის ჩათვლით, 2.3 პროცენტით გაიზარდა, რაც 2012 წლის მაისის შემდეგ უდიდესი ზრდაა. ძირითადი პერსონალური მოხმარების ხარჯების ფასის ინდექსმა, რომელიც ფედერალური რეზერვის უპირატესი საზომია, 12 თვის განმავლობაში, თებერვლის ჩათვლით, 1.7 პროცენტს მიაღწია.


ინფლაციის ძირითადი მონაცემები არ შეიცავს საკვებისა და ენერგომატარებლების ფასებს.


ინფლაცია ჩვეულებისამებრ, ძირს უთხრის დოლარის სიძლიერეს, მისი ხარჯვითი ძალის შემცირებით. Fundstrat Global -ის მრჩეველების თანახმად, შეერთებულ შტატებსა და ევროზონას შორის ინფლაციურ განაკვეთს შორის არსებული განსხვავებები, 2000 წლის შემდეგ მთავარ ძალას წარმოადგენდა დოლარის ევროსთან მიმართებაში გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებისას და განაპირობებდა იმას, რომ დოლარი უფრო მყარი ყოფილიყო ევროსთან მიმართებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი