ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედის მომცემია, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ჩანს, რომ ამ შეთანხმებას იცავენ კიდევაც.
”მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავ განახლდა. გუშინ ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით შეხვედრა შედგა. ასევე იგეგმება ამ თანათავმჯდომარეების სტუმრობა ბაქოში, ერევანში და ასევე მთიან ყარაბაღში”, - განაცხადა იან კელიმ.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მშვიდობიანად გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.