მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ულტიმატუმს უყენებს და მისგან ოფიციალურ აღიარებას მოითხოვს.
მთიანი ყარაბაღი მზად არის ოფიციალურ ბაქოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს- ასეთია ყარაბაღის მოთხოვნა. რუსული მედიის ცნობით, ეს განცხადება არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ წარმომადგენელმა მოსკოვში ალბერტ ანდრიანმა გააკეთა.
„ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად გასაგები და გამჭვირვალეა: აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისთვის ნებისმიერი საკითხის განსახილველად და ყველა სახის დათმობებზე და კომპრომისზე წასასვლელად“, - განაცხადა ანდრიანმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.