იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ზესტაფონის გამგეობის ინფორმაციით, 2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საავტომობილო გზების რეაბილიტაცია როგორც ქალაქის ასევე, სოფლის გზებზე განხორციელდა. მათ შორის ისეთ სოფლებში სადაც ათეულობით წლებია გზის საფარი არ ყოფილა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ერთ–ერთი მთავარი საზრუნავი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. სამუშაოები ამ კუთხით უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ქვედა საზანო, ზორვეთი, ბოსლევი, კვალითი, კლდეეთი, წიფლავაკე, არგვეთა და ილემი. გზის საფარის მოწყობა ქალაქის ქუჩებზეც განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.