ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "კონფლიქტიდან სამხედრო გამოსავალი არ არსებობს."
„მოვუწოდებ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოიჩინონ თავშეკავება და ვითარების მორიგი ესკალაციის პრევენცია მოახდინონ. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მცდელობებს. მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და იპოვონ გამოსავალი თანათავმჯდომარეების დახმარებით. კონფლიქტიდან სამხედრო გამოსავალი არ არსებობს“, - წერია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.